სასამართლომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულს პატირმობა შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 14:33 | 06.07.2018
ნანახია: 924

სასამართლომ თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრის არაპირდაპირი განზრახვით, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

"წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2018 წლის 1 ივლისს, ქ. თბილისში, ვარკეთილში, რ. გ.-მ , საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის აივნიდან, იმავე უბანში მდებარე სხვა კორპუსის მიმართულებით, განახორციელა გასროლა, მისსავე კანონიერ მფლობელობაში არსებული 1985 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან. გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე მდგომმა შ. მ.-მ მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში, გულისა და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულ რ. გ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა არ სურდა ეს შედეგი და გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, მასვე ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ასევე ბრალად შერაცხული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების შეფასების შედეგად, მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა პატიმრობა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებას. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 23 აგვისტოს, 13:00 საათზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე