იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 06.07.2018
ნანახია: 912

საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა შავგულიძე, შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი წარდგინება. 

კანდიდატები დღეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ დაასახელა. 

მთავარმა ბრალმდებელმა საბოლოო არჩევამდე რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. მას მხარი ჯერ საპროკურორო საბჭომ, შემდეგ კი მთავრობამ უნდა დაუჭიროს. ბოლო ეტაპი პარლამენტია, სადაც პროკურორობის კანდიდატს 6 წლის ვადით აირჩევენ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატს საპროკურორო საბჭოში ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს.

მთავრობამ ორი კვირის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარ პროკურორობის კანდიდატებთან დაკავშირებით და წარუდგინოს პარლამენტს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე