დემონსტრანტები, რომლებიც სომხეთის კათოლოკოსის გადადგომას მოითხოვენ, ეჩმიაძინის მონასტერში შეიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 14:22 | 06.07.2018
ნანახია: 1002

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სრულიად სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორის გადადგომას მოითხოვენ, ეჩმიაძინის მონასტერში შეიჭრნენ.

სომხური ეკლესიის წინამძღვრის კანცელარიის პრეს-სამსახურის უფროსის ვაგრამ მელიქიანის თქმით, ისინი ულტიმატუმებს აყენებენ, იქცევიან პროვოკაციულად და მიუღებელი ქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ.

დემონსტრანტების ლიდერის კაერენ პეტროსიანის თქმით, კი მათ თავს ღვთისმსახურები დაესხნენ.

 „აქ ვიდგებით და არ წავალთ, ვიდრე კათოლიკოსი არ გადაგება“, - განაცხადა მან. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე