40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ - ავთანდილ ხურციძე

საქართველო, თბილისი - 13:45 | 06.07.2018
ნანახია: 1023

აშშ-ში დაპატიმრებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაქსიმუმი, 5 წლიანი სასჯელი ემუქრება. როგორც ის განმარტავს, ციხეში კარგი პირობები აქვს და ვარჯიშსაც აქტიურად განარძობს. 

"ახლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. არ არის 0დან 20, არის 0და 5. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს , 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს იასნია, კარგი თქვით რამე ტყუილს რომ ავრცელებთ.

ასე რომ კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3 საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია. გულშემატკივრებს გაცნობებთ, რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს , სხვა საქმე არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა. ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები, რომ მქონოდა ქუთაისში ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა ჰა ჰა ჰა", - წერს ხურციძე.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე