ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადასარჩენად ჩასული მაშველი, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 06.07.2018
ნანახია: 986

ტაილანდში თამ ლუანგის მღვიმეში, სადაც მოვარდნილი წყლის გამო ჩარჩენილი საფეხბურთო გუნდის მოზარდებისა და მისი მწვრთნელის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციებს ამზადებენ, საშველად ჩასული დაივერი გარდაიცვალა. 

ტაილანდური ტელეარხის ინფორმაციით, გარდაცვლილი საზღვაო ძალების ყოფილი სამხედრო იყო და სამაშველო ოპერაციაში მოხალისედ მონაწილეობდა. მისი სიკვდილი ჟანგბადის უკმარისობამ გამოიწვია. 

"ჩვენი მეგობრის გარდაცვალების მიუხედავად, გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ბავშვები სამშვიდობოს გამოვიყვანოთ“, - განაცხადა საბრძოლო მოცურავეთა ერთეულის მეთაურმა. მოცემულ მომენტში სამაშველო მისიის მონაწილეები ცდილობენ ბავშვებს მიაწოდონ ჟანგბადის ბალონები, რათა შეინარჩუნონ მისი საჭირო რაოდენობა მღვიმეში.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ტაილანდის ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი და მისი მწვრთნელი გაუჩინარდა. ისინი გაემგზავრნენ 7 კილომეტიან მღვიმეში თამ ლუანგში და მოულოდნელად მოვარდნილი წყლის გამო მოწყდნენ გარესამყაროს.

მხოლოდ ცხრადღიანი ძებნის შემდეგ ყველა მოზრადი და მისი მწვრთნელი იქნა ნაპოვნი, თუმცა ისინ ძალიან იყვნენ დასუსრტებულები შიმშილის გამო.

ბავშვებმა მაღალმთიანეთიდან არ იციან ცურვა, ხოლო წყლის დონე უახლოესი დღეების განმავლბაში დაწევას არ აპირებს. განიხილება შესაძლებლობა, რომ მათ ასწავლონ აკვალანგის დახმარებით ცურვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე