დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 06.07.2018
ნანახია: 834

თბილისში, დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე.წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. 

მანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე