თურქეთმა სირიაში ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემა გადაისროლა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 05.07.2018
ნანახია: 846

თურქეთის არმიამ სირიაში ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემა გადაისროლა. ამის შესახებ Ihlas-ი იუწყება. მძიმე შეიარაღებამ უკვე გადაკვეთა საზღვარი და ქალაქების თელ რიფაატისა და მანბიჯის მიმართულებით გადაადგილდება.

მედიის ცნობით, სირიის მიმართულებით მოძრაობს თვითმავალი ჰაუბიცები, ტანკები, საარტილერიო რეაქტიული სისტემები და ჯავშანმანქანები.

როგორც ცნობილია, თურქეთმა 20 იანვარს დაიწყო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“. მის მიზანს თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სირიის საზღვართან ქურთთა ფორმირებების განადგურება წარმოადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე