ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 25 მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 05.07.2018
ნანახია: 721

 

„ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 25 მებრძოლი გაანადგურეს სამხედროებმა ავღანეთში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად.
ხელისუფლების განცხადებით, 23 მებრძოლი, მათ შორის მეთაური, ავღანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აჩინის რაიონში მოკლეს.

კიდევ ორი ისლამისტია ლიკვიდირებული ჰასკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე