ჭუბერში მომხდარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული

საქართველო, თბილისი - 15:43 | 05.07.2018
ნანახია: 761

ჭუბერში მომხდარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

"უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე