ნიდერლანდებში მუზეუმიდან მომაკვდინებელი შხამი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 05.07.2018
ნანახია: 708

ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში გერმან ბურგავეს მეცნიერებათა და მედიცინის მუზეუმიდან სასიკვდილო შხამი მოიპარეს.
შხამი კურარე შუშის ფლაკონში ინახებოდა. მედიის ცნობით ფლაკონი მოთავსებული იყო სეიფში, რომელიც ბოროტმოქმედებმა შხამთან ერთად წაიღეს.

ინდიელები სამხრეთ ამერიკაში კურარეს ნადირობისთვის იყენებდნენ. შხამს ისინი ისრის წვერს უსვამდნენ. ნიდერლანდებში ის ევთანაზიის დროს გამოიყენება.

პოლიცია მომაკვდინებე შხამს ეძებენ და მპოვნელს აფრთხილებენ არ მიეკაროს მას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე