გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს "იმედმა" კონტრაქტი შეუწყვიტა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 05.07.2018
ნანახია: 1061

ტელეკომპანია ,,იმედმა" დემნა ჯაფარიძეს და გიორგი ხაბურზანიას კონტრაქტი შეუწყვიტა.  ამის შესახებ “პირველი რადიო“ იუწყება.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა მათ მიერ მომზადებული პროექტის დაბალი რეიტინგის გამო იყო უკმაყოფილო. ხაბურზანია და ჯაფარიძე არხზე "იქს ფაქტორს" და "ნიჭიერს" აკეთებდნენ.

"პირველი რადიოს" ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რუსთავი 2-ის პროექტების მენეჯერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ტელეკომპანია "იმედში" 2017 წლის ივლისში გადავიდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე