ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზვიად კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 05.07.2018
ნანახია: 854

ამ წუთებში, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ზვიად კუპრავას გამოკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნული გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს ეხება.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ამ გამოძიებით, მისი განეიტრალება სურთ. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღესვე დააკავონ.

„სასამართლოს უპატივცემულობა არ შეიძლება ვინმემ გამოხატოს სასადილოში, რესტორანში, კაფე-ბარებსა და დისკოთეკებში. შეურაცხყოფის მიყენება ამ ადგილებში კანონის დარღვევად არ ითვლება. სასამართლოს უპტივცემულობა არის მხოლოდ სასამართლო დარბაზში, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას მიაყენებს მოსამართლეს, მხარეებს ან თანაშემწეს. თუ რამეს აპელირებენ, რომ სასამართლოს სასადილოში მოხდა, ეს არ იყო სასამართლოს დარბაზი. მათ სურთ ჩემი განეიტრალება და ეს არის მთავარი მიზანი, რომ ორი თვით მაინც გამანეიტრალონ“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე