ნანტში არეულობების შედეგად 11 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:47 | 05.07.2018
ნანახია: 673

საფრანგეთის ქალაქ ნანტში სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, უწესრიგობების შემდეგ, რომელიც გუშინ მას შემდეგ დატრიალდა, რაც პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელმა 22 წლის მამაკაცს მას შემდეგ ესროლა, რაც მან საბუთების ჩვენებაზე უარი თქვა და გაქცევა სცადა. ინციდენტის შემდეგ ნანტში არეულობები დაიწყო.

არეულობების მონაწილეები პოლიციელბს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ და მაღაზიის ვიტრინებს ამტვრევდნენ. დაკავებულთა შორის ოთხი არასრულწლოვანია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე