ჯაფარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 12:17 | 05.07.2018
ნანახია: 738

თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა სახლის მეორე სართული და სხვენი, დაახლოებით 100 კვ.მ.

მათივე ცნობით, ერთმა ადამიანმა მცირე დამწვრობები მიიღო, ორმა კი, მსუბუქი ინტოქსიკაცია.

ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს  სალიკვიდაციო სამუშაოებია. 

ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე