პრინც ჩარლზის მეგობარმა მეგან მარკლის ოჯახს მონარქებისთვის შეუფერებლი, მამამისს კი ხეპრე უწოდა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 05.07.2018
ნანახია: 784

პრინც ჩარლზის მეგობარმა და ინტერიერების ცნობილმა დიზაინერმა ნიკი ჰალსამმა უხეშად ისაუბრა სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის ოჯახსა და მის საქორწინო კაბაზე. წერს გაზეთი The Sun-ი.

ინტერვიუში ნიკიმ განაცხადა, რომ მეგან მარკლის ნათესავები ძალიან უბრალოები და შეუფერებლები არიან მონარქთა ოჯახისთვის, მეგანის მამას ტომასს კი ხეპრე უწოდა.

„მეგანის ნათესავები ძალიან უბრალოები არიან. საშინლება იქნებოდა, ქორწილში ეს ნამდვილი ხეპრე რომ გამოჩენილიყო. სამეფო ოჯახის წვერები ვერ ხვდებიან, როგორ ებრძოლონ მათ, მეგანის ოჯახში ერთადერთი მოწესრიგებული ადამიანი მისი დედა დორიაა“, - განაცხადა დიზაინერმა.

ჰალსამმა ასევე გააკრიტიკა  მეგანის საპატარძლო კაბა, რომელიც მოდის სახლმა Givenchy-მ შექმნა.

„არ მომეწონა მისი კაბა. სხვა დეტალზე რომ არაფერი ვთქვათ, მის სხეულზე კაბა უშნოდ იდგა. ის უფრო თხელი ქსოვილისგან უნდა შეკერილიყო. ისე გამოიყურებოდა, როგორც ბეტონის ნაჭერი“, - აღნიშნა დიზაინერმა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე