კანადაში ძლიერი სიცხის გამო 17 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 05.07.2018
ნანახია: 711

კანადაში ძლიერი სიცხის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია.

მედიის ცნობით, 12 ადამიანი ანომალიური სიცხის შედეგად ქალაქ მონრეალში დაიღუპა, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ მაღალი ტემპერატურა კიდევ ორ დღეს შენარჩუნდება.

კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა აღმოსავლეთ კანტონის რეგიონში. ძლიერი სიცხეებია ასევე სამხრეთ ონტარიოს ოლქშიც.

ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს, გაიზარდა აუზების სამუშაო დრო. ასევე მონრეალსა და ტორონტოში ხელისუფლებამ შექმნა გამაგრილებელი ცენტრები, რომლებიც აღჭურვილია კონდიციონერებითა და ცივი სასმელებით.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე