ეიმსბერში ორი ადამიანი „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული -სკოტლანდ იარდი

საქართველო, თბილისი - 10:26 | 05.07.2018
ნანახია: 660

ინგლისის ქალაქ ეიმსბერში ქალი და მამაკაცი იმავე ნივთიერებით მოიწამლნენ, რომლითაც ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. ამის შესახებ სკოტლანდ იარდის წარმომადგენელმა ნილ ბასუმ განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზების შედეგები, რომელიც ნერვულ-პარალიტურ ნივთიერებაზე „ნოვიჩოკზე“ მიუთითებს, პორტონ-დაუნიდან უკვე მიიღო.

ამასთან, სკოტლანდ იარდისთვის უცნობია, როგორ მოიწამლნენ დაზარალებულები ნერვულ-პარალიტური ნივთიერებით. ბასუმ აღნიშნა, რომ დაშავებულები სოლსბერიში იმ ადგილზე არ ყოფილან, სადაც სკრიპაკლები მოიწამლნენ.  

ბასუს თქმით, ჯერ კიდევ დასადგენია უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზს ვერ აკეთებს დაშავებულებს რაიმე კავშირი ჰქონდათ თუ არა სკრიპალებთან, ასევე განხორციელდა მათზე თავდასხმა თუ შემთხვევით მოიწამლნენ.

ინგლისის მთავარმა ექიმმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაავადების გავრცელების საშიშროების დონე დაბალია, თუმცა აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე