ინდონეზიის სანაპიროსთან ბორანის ჩაძირვის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 04.07.2018
ნანახია: 697

ინდონეზიის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კუნძულ სულავესისთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 31 ადამიანი. სანაპირო დაცვის სამსახურის ცნობით, ბორანს ღია ზღვაში პრობლემები გვიან ღამით შეექმნა.

განგაშის სიგნალის გადაცემის შემდეგ ხალხის გადასარჩენად კაპიტანმა კურსი შეცვალა, სანაპიროსკენ დაიძრა და ნაპირიდან 300 მეტრში გაჩერდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ასზე მეტის გადარჩენა შეძლეს. მგზავრების ნაწილს ამ დრომდე ეძებენ. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე