„მონეტების სულთანი“ დააკავეს, რომელიც 2 ტონა ოქროს ფლობდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 04.07.2018
ნანახია: 1065

ირანელმა სამართალდამცველებმა „მონეტების სულთანი“ დააკავეს, რომელმაც 2 ტონა ოქრო დააგროვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეირანის პოლიციის უფროსმა ჰუსეინ რაჰიმმა განუცხადა.
„დაკავებულია მონეტების სულთანი, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში 2 ტონა ოქრო შეაგროვა, ამ მომენტისთვის ყიდდა და უზარმაზარ მოგებას იღებდა“, - განუცხადა მედიას რაჰიმმა.

მას დაკავებულის ვინაობა რა დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ „სულთანი“ 58 წლისაა. რაჰიმის თქმით, „სულთანს“ მას ქვეშევრდომები ჰყავდა, რომლებიც მისთვის მონეტებს მათი ღირებულების მიუხედავად ყიდულობდნენ. პოლიციის უფროსის თქმით, ის მონეტების ბაზრით მანიპულირებდა და ქვეყნის ეკონომიკას ზიანს აყენებდა.

რაჰიმის თქმით, ასევე დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებსაც თან 20 კგ ოქრო და მონეტა ჰქონდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე