უცხოელების მიერ ცირკთან გოგონას გაუპატიურების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა - შსს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 04.07.2018
ნანახია: 948

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გოგონა გააუპატიურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება არ შესულა. 

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ გოგონა გააუპატიურა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება არ შემოსულა.

მოვუწოდებთ ყველა პირს, რომლებიც ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, რათა სამართალდამცველებმა ოპერატიულად შეძლონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე