სოფო კილაძის განცხადებასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა პროკურატურას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 15:55 | 04.07.2018
ნანახია: 1152

სოფო კილაძის განცხადებასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას პროკურატურაში განცხადება შეაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, აინტერესებს, თუ საიდან ფლობდა ინფორმაციას კილაძე ვილნიუსში მის ვიზიტთან დაკავშირებით.

„სარალიძის საქმეზე შქმნილ საპარლამენტო კომისიაზე, კომისიის წევრმა სოფიო კილაძემ მითხრა, რომ რამოდენიმე კვირის წინ, მაშინ როდესაც იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია, მე ორი დღით წავედი ვილნიუსში.

აღნიშნულის შესახებ მე არ განმიცხადებია საჯაროდ, არ გადამიღია ფოტოები და მითუმეტეს არაფერი მითქვამს სოფიო კილაძისთვის.

შესაბამისად, საინტერესოა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია?!

მინდა შევახსენო ქალბატონ სოფოს, რომ საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ, უცხო ქვეყანაში თვალთვალი არის დანაშაული, ჯაშუშობა.

მადლობა მას, გომელაურის და მისი უწყების დასმენისთვის.

ხვალ, 11 საათზე შემაქვს განცხადება დიღომში თბილისის პროკურატურაში და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - წერს კუპრავა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე