სკარლეტ იოჰანსონი ახალ ფილმში ტრანსგენდერის როლს განასახიერებს

საქართველო, თბილისი - 15:43 | 04.07.2018
ნანახია: 2412

ჰოლივუდის 33 წლის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი  რუპერტ სანდერსის დრამაში ტრანსგენდერი სუტენიორის როლს შეასრულებს. ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეფუძნება. მანამდე მსახიობი სანდერსთან ერთად ფილმში „მოჩვენება ჯავშანში“ მუშაობდა, რომლის პრემიერაც 2016 წელს შედგა.

იოჰანოსნი ჯინ მარი გილის როლს მოირგებს, რომელმაც სექს-მომსახურების სფეროში ბიზნესისი აწყობა  მოახერხა. ფილმში მაყურებლები იხილავენ სასიყვარულო ხაზს იოჰანსონის პერსონაჟსა დ გოგონას შორის, რომელსაც სინტია ჰქვია.

იოჰანსონის ახალმა როლმა  არაერთგვაროვანი რეაქცია მოახდინა. უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ცისგენდერი ადამიანი ტრასგენდერ მამაკაცს განასახიერებს. ამაზე მსახიობმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “უთხარით მათ, რომ გადამისამართდნენ ჯეფრი ტამბორთან, ჯარედ ლეტოსთან და ფელისიტი ჰაფმენთან“.  

ამ მსახიობებიდან ბოლო ორმა ოსკარის ნომინაცია მიიღო (ლეტომ გაიმარჯვა კიდეც) ტრანსგენდერი ადამიანების განსახიერებისთვის და ისინიც ცისგენდერები არიან.

სანდერსის ახალი ფილმის გადაღებები 2019 წლის თებერვალში დაიწყება. დრამის ბიუჯეტი 30 მლნ დოლარს შეადგენს. მომავალი კონოსურათის პროდიუსერები ტობი მაგუაირი და თავად იოჰანსონი იქნებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე