თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 04.07.2018
ნანახია: 1347

თელავში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, სოფელ ყარაჯალასთან ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. 

ავარიის შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზარი კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შსს-ს ცნობით, მომხარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე