კალიფორნიაში დათვი ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში შეიპარა, ჯაკუზში იბანავა და კოქტეილი დალია (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 14:50 | 04.07.2018
ნანახია: 1538

კალიფორნიაში დათვი ადგილობრივი მცხოვრების სახლში შეიპარა, ჯაკუზში იბანავა და კოქტეილი „მარგარიტაც“ მიირთვა. იუწყება The Sacramento Bee.

მარკ ჰოფის თქმით, სახლში იმყოფებოდა, როდესაც ტოტებისა და ფოთლების მტვრევის ხმა გაიგო, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ როდესაც ხმაური გაძლიერდა, ეზოში გამოვიდა.

მან დაინახა დათვი, რომელიც ღობეზე დათვი. მამაკაცი სახლში დაბრუნდა, მაგრამ მოგვიანებით დაინახა, როგორ ბანაობდა დათვი ჯაკუზში და დროს შესანიშნავად ატარებდა. ამის შემდეგ მამაკაცმა დათვი ვიდეოზე გადაიღო.

რამდენიმე წუთის შემდეგ დათვი წყლიდან ამოვიდა და ჰოფისთვის გამზადებული კოქტეილი „მარგარიტაც“ სიამოვნებით დალია.

„ამრიგად მან დალია „მარგარიტა“, მიიღო აბაზანა და ახლა მზად არის ერთი საათით წაუძინოს“, - აღნიშნა ჰოფმა.

მოგვიანებით დათვი ქუჩაში გავიდა, ჰოფმა კი თავისთვის ორი „მარგარიტა“ მოიმზადა. „ეს იყო სიანტერესო დღე, რბილად რომ ვთქვათ“, - აღნიშნა მან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე