კანადაში ძლიერ სიცხეს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:44 | 04.07.2018
ნანახია: 735

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ანომალიურ სიცხეს კანადის ქალაქ მონრეალში. ამის შესახებ გამოცემა Montreal Gazette იტყობინება. აღნიშნულია, რომ ქალაქის ხელისუფლება საგანგებო ზომებს იღებს.

გამოცემის მონაცემებით, მონრეალში ტემპერტურამ 35 გრადუსს მიაღწია.

სახანძრო სამსახურები იმ  რაიონებში გაადგილდებიან, სადაც გამწვანების დაბალი დონეა. ასეთ რაიონებში შესაძლოა, ტემპერატურამ კიდევ ხუთი გარდუსით მოიმატოს.

2010 წლიდან მონრეალში ძლიერი სიცხის გამო 106 ადამიანია დაღუპული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე