ტყის ხანძარმა კოლორადოში 100-ზე მეტი სახლი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 04.07.2018
ნანახია: 665

ტყის ძლიერი ხანძრები მძვინარებს ამერიკის კოლორადოს შტატის მთიან რაიონებში.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარმა უკვე გაანადგურა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი ფორტ გარლენდის რაიონში. მაშველები ამ დროისათვის ასობით ადამინის ევაკუაციას ახორციელებენ.

ტყის ხანძართან დაკავშირებულ პრობლემებს წააწყდნენ მეზობელ შტატებშიც. კედრძოდ, იუტას შტატში ცეცხლი მოედო ტყის მასივს სლოტ ლეიკ სიტის სიახლოვეს. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ 300 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ცეცხლის ჩაქრობას ართულებს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

ამის გარდა ტყის ხანძარი მძვინვარებს ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიის შტატებშიც. თუმცა აქ ის საცხოვრებლ რაიონებს საფრთხეს არ უქმნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე