სექსუალურ ძალადობაში კევინ სპეისს კიდევ 3 მამაკაცი ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 04.07.2018
ნანახია: 915

დიდ ბრიტანეთში კიდევ სამმა მამაკაცმა ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობის მიმართ ბრიტანეთის პოლიცია უკვე ექვს საქმეს აწარმოებს. იუწყება პორტალი TMZ-ი.


„ლონდონის პოლიციის მონაცემებით, აპრილში ერთმა მამაკაცმა ვესტმინტერში 1996 წელს მასზე მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა. ჩვენი მონაცემებით, კიდევ ორმა მამაკაცმა სპეისი თებერვალში დაადანაშაულა. ერთმა განაცხადა, რომ ინციდენტი 2013 წელს გლოსტერში მოხდა, მეორე მამაკაცმა კი ლამბეტში 2008 წელს მომხდარი შემთხვევის შესახებ განაცახდა“, - იუწყება პორტალი.

კევინ სპეისის გარშემო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დიდი სკანდალი აგორდა, რომელიც სერიალ Star Trek-ის ვარსკვლავის ენტონი რეპის ბრალდებით დაიწყო. მან განაცხადა, რომ როდესაც 14 წლის იყო, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სპეისმა მისი შეცდენა სცადა. სპეისმა განაცხადა, რომ ინციდენტი არ ახსოვს, თუმცა რეპს ბოდოში მაინც მოუხადა.

შემდეგ მექსიკელმა მსახიობმა რობერტო კავაზოსმა განაცხადა, რომ სპეისის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და იცნობს კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ამ მომენტისთვის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მსახიობის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს, რამდენიმე ათეულს შეადგენს.

სპეისის მიმართ საქმე სექსუალური ზძლადობის შესახებ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველი ორგანოები განიხილავენ. კერძოდ, ერთ საქმეს ლოს ანჯელესის პროკურატურა, სამ საქმეს კი სკოტლან იარდი იძიებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე