საფრანგეთში პოლიციელების მიერ ახალგაზრდა კაცის მკვლელობის შემდეგ არეულობები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:10 | 04.07.2018
ნანახია: 757

საფრანგეთის ქალაქ ნანტში პოლიციელების მიერ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ არეულობები დაიწყო. უწესრიგობები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

პროტესტანტებმა დაწვეს ავტომობილები და ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინები. არეულობების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები სამართალდამცველებს ესროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, რის საპასუხოდ პოლიციამ ცრმელსადენი გაზი გამოიყენა.

სამართალდაცველებს არავინ დაუკავებიათ.

ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ საღამოს პოლიციელებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ავტომობილის 22 წლის მძღოლმა საბუთების წარდგენაზე უარი თქვა. მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, მამაკაცი მანამდე ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. ამის გარდა, ავტომობილი, რომელსაც ის მართავდა, პოლიციის განსაკუთრებული თვალთვალის ქვეშ ნარკოტიკების სავარაუდო ტრანპორტირების გამო იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე