ბელგიაში 8 წლის ბიჭმა სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში აბარებს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 04.07.2018
ნანახია: 979

ბელგიაში ლორან სიმონსმა რვა წლის ასაკში სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. ამის შესახებ RTBF იუწყება. ლორანმა სკოლის ექვსწლიანი კურსი წელიწადნახევარში დაამთავრა და ატესტატი 18 წლის კურსდამთვარებულებთან ერთად მიიღო. ბიჭის მშობლები ამტკიცებენ, რომ მისი IQ -ს მაჩვენებელი 145-ს შეესაბამება.

RTBF-თან ინტერვიუში ლორანმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა. „ის იმდენად ფართოა, რომ მასში არის სტატისტიკაც, გეომეტრიაც და ალგებრაც“, - აღნიშნა ლორანმა.

მისი მშობლების თქმით, თავისუფალ დროს უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, და სამედიცინო წიგნების კითხვა. ადრე მას ქირურგობა ან ასტრონავტობა სურდა, თუმცა ახლა ინფორმატიკისკენ იხრება. მშობლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ლორანი ადრეული ასაკიდან განსაკუთრებული იყო და სხვა ბავშვებთან თამაში არ უყვარდა.

საზაფხულო არდადეგების შემდეგ პატარა ვუნდერკინდს უნივერსიტეტში ჩაბარება სურს. ჯერ მას სასწავლო დაწესებულება არ აურჩევია, თუმცა შემოთავაზებები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან უკვე აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე