სოლსბერიში ორი ადამიანი უცნობი ნივთიერებით მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 04.07.2018
ნანახია: 663

ინგლისის უილტშირის საგრაფოს პოლიციამ ქალაქ ეიმსბერში უცნობი ნივთიერებით ორი ადამიანის მოწამვლის შესახებ განაცხადა. დაშავებულები სოლსბერის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

შაბათს საღამოს ერთ-ერთ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს 40 წლის მამაკაცი და ქალი.

პოლიციამ თავდაპირველად ივარაუდა, რომ ცოლ-ქმარი შეუძლოდ ჰეროინის ან უხარისხო მოსაწევი კოკაინის მოხმარების გამო გახდა. თუმცა ამჟამდ მიმდინარეობს კვლევა იმ ნივთიერების დასადგენად, რომელმაც პაციენტების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

სოლსბერსა და ეიმნსბერში ის ადგილები, სადაც შესაძლოა დაზარებულები გადაადგილებულიყვნენ. პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხე არ არსებობს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე