მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს 6 მანქანა შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 04.07.2018
ნანახია: 822

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. 
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე