კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:03 | 03.07.2018
ნანახია: 762

შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება პროკურატურამ უნდა მიიღოს. ამის შესხებ განცხადება მან დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით გააკეთა. „მე, როგორც იურისტი, ამ საკითხის შეფასებისგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არ არის შს სამინისტროს უფლებამოსილება. დავიწყოთ იმით რომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორც იურისტისთვის, ამ ეტაპზე კომისიისგან ამ ტიპის რეკომენდაციების გაცემა იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვანი მოწმეების გამოკითხვა ჯერ არ დასრულებულა საგამოძიებო კომისიაში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეკომენდაციის გაცემა ცოტა არ იყოს ნაადრევია,” - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ამასთან, ის ამბობს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე რეკომენდაციის გაცემა სცილდება საგამოძიებო კომისიის კომპენტენციას. “თუმცა როგორც ჩანს რომ კომისიამ საკმარისად მიიჩნია, რომ არსებობს ამ ეტაპზე საკმარისი მტკიცებულებები, რომ სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აღნიშნული საკითხი ახლა უკვე არის პროკურატურის შესაფასებელი, რომელიც დევნის დაწყების უფლებამოსილებით სარგებლობს. პროკურატურამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ დევნა დაიწყოს," - აცხადებს მეზვრიშვილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე