სარალიძის უკან ათასობით გაუბედურებული ადამიანი შეიძლება დაინახო, ვინც სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს და ვერ იღებს - ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 03.07.2018
ნანახია: 998

„ზედაპირზე ამოვიდა, თუ რამდენი პრობლემა და ხარვეზია ხორავას ქუჩის საქმეში, ზაზა სარალიძის უკან ათობით და ათასობით გაუბედურებული ადამიანი შეიძლება დაინახო, ვინც სახელმწიფოსგან სამართალს ითხოვს და ვერ იღებს,“ - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ყველა ის ფაქტი, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესში ამოტივტივდა, აჩვენებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, პროკურატურაში და საგამოძიებო მიმართულებით არაერთი ცვლილებაა გასატარებელი.

„როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეზე ასე მოქმედებს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა ხდება სხვა საქმეებზე, სადაც დაზარალებული ადამიანები გაცილებით მარტო არიან უსამართლობასთან,“ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე