დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლისტი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 03.07.2018
ნანახია: 784

დიღომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე