ბრიტანელ მოსწავლეებს ტრანსგენდერების მხარდაჭერის მიზნით კაბების ტარება აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 13:41 | 03.07.2018
ნანახია: 740

დიდ ბრიტანეთში 40-მა სკოლამ მოსწავლეებს ტრანგენდერების უფლებების დაცვის ფარგლებში კაბების ტარება აუკრძალა. იუყება Daily Mail-ი.

პირველი ბრიტანული სკოლა, სადაც გენდერულ-ნეიტრალური ფორმა შემოიღეს ლიუისის სასწავლო დაწესებულება გახდა, რომელიც აღმოსავლეთ სასექსში მდებარეობს. ამ სკოლაში კაბების ტარება სქესის განურჩევლად ყველას აეკრძალა.

ლიუისის სკოლის ხელმძღვანელობამ თავისი გადაწყვეტილება თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპით ახსნა.

ქალაქ ბიურის სკოლის მოსწავლეების მშობლებმა კი განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მათთან არ განუხილავთ და პირდაპირ ფაქტის წინაშე დააყენეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე