აშშ-ში ტერაქტი აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 03.07.2018
ნანახია: 654

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა 48 წლის მამაკაცი, რომელიც ამერიკის ქალაქ კლივლენდში ტერაქტს გეგმავდა. ეჭვმიტანილი აფეთქებას აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს - 4 ივლისს აპირებდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ დემეტრიუს პიტსი, რომელიც ორი სახელით  - აბ დურ რაჰიმ რაჰფიკითა და სალაჰადინ ოსამა ვალიდით იყო ცნობილი, ტერორისტულ ორგანიზაციის მხარდამჭერი იყო. ტერაქტი აღლუმისა და ფეირვერკების დროს იყო დაგეგმილი. პიტსს უნდა შეერჩია ისეთი ადგილი, რომელსაც აფეთქების შედეგად ყველაზე დიდი ზიანი მიადგებოდა. ტერორისტის ჩანაფქრით ტერაქტის დროს უნდა აფეთქებულიყო ავტომობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე