ბათუმში მაღაზია გაქურდეს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 03.07.2018
ნანახია: 820

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა და დაახლოებით 150 ლარის ღირებულების სიგარეტი.

მისივე განცხადებით, მაღაზიაში 5 ქურდი შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე