სკრიპალების მოწამვლის საქმეში ბრიტანეთის პოლიციას ორი ეჭვმიტანილი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 03.07.2018
ნანახია: 801

სოლსბერიში ყოფილ ჯაშუშზე სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე მომხდარი თავდასხმიდან ოთხი თვის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ორ ეჭვმიტანილს მიაგნო. ამის შესახებ The Sun-ი სკოტლანდ-იარდზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა დიდი ბრიტანეთი თავდასხმიდან 24 საათში დატოვეს და ახლა რუსეთში იმყოფებიან. წყაროს თქმით, ბრიტანეთის პოლიცია ამ აღმოჩენას საქმეში დიდ გარღვევას უწოდებს.

 „საბოლოო მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ, რა თქმა უნდა, თუ ისინი არ იმყოფებიან დიდ ბრიტანეთში ეს ამოცანას მნიშვნელოვნად ართულებს“, - ციტირებს გაზეთი წყაროს.

სკოტლანდ-იარდს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე