სარფში, ნინოწმინდასა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:34 | 03.07.2018
ნანახია: 960

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, ,,ნინოწმინდა”და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (114 აბი და 55 კაფსულა), ნარკოტიკული ( 64 აბი და 26 კაფსულა) ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (10 გრამი) აღმოაჩინეს. 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე