ზაზა სარალიძემ ღამე შს სამინისტროს ეზოში გაათენა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 03.07.2018
ნანახია: 1235

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ღამე შს სამინისტროს ეზოში გაათენა. ის მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა იმ ვიდეო-მასალის დათვალიერების ოქმზე საუბრობს, სადაც მირზა სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული.

“მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პასუხისგებაში მიეცეს.

1 დეკემბერს იყო, თუ 2 დეკემბერს არ აქვს მნიშვნელობა მაშინ იყო პასუხისგებაში მისაცემი მირზა სუბელიანი იმ ფაქტზე რაზეც დღეს არის მიცემული პასუხისგებაში.

ძალიან ბევრი მოწმე იყო დაკითხული 2 დეკემბერს, მაგრამ გაქრა ჩვენებები,“- აცხადებს სარალიძე.

სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძისმხარდამჭერებიც. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე