წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:12 | 02.07.2018
ნანახია: 860

30 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი”, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ს.ი-ს, ჰ.ბ-სა და შ.დ-ს კუთვნილი ავტომანქანებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ჯამში, 2,500 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.  

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, შ.დ-ს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და  ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ს.ი-ს და ჰ.ბ-ს, ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე