ესპანეთის სანაპიროებთან 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:09 | 02.07.2018
ნანახია: 648

100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს მაშველებმა ესპანეთის სანაპიროებთან.

ნაპოვნია სამი ნავი, სადაც 52, 49 და 8 ადამიანი იმყოფებოდა. სამივე ოპერაცია გიბრალტარის სრუტეში მიმდინარეობდა.

გასულ შაბათ-კვირას ესპანელმა მაშველებმა ესპანეთის სანაპიროებთან სულ 218 ადამიანი აღმოასჩინეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ესპანეთში მიგრაციული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვრიდან ესპანეთის სანაპიროებთან ხმელთაშუა ზღვის საშუალებით 15 ათასმა მიგრანტმა მიაღწია. წლის დასაწყისში 292 ადამიანი დაიღუპა.

ორგანიზაციის მონაცემებით, იანვრის შემდეგ ხმელთაშუა ზღვაში 1000-ზე მეტი მიგრანტი დაიხჩრო, მათგან 200 ადამიანი ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მიგრანტთა საერთო რაოდენობამ რომლებმაც ევროპის სანაპიროებს ხმელთაშუა ზღვით მიაღწიეს, 45 ათასი ადამიანი შეადგინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე