ინციდენტში პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების გარდა, 21-ე სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ - ზვიად კუპრავა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 02.07.2018
ნანახია: 984

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში პირველი ექსპერიმენტული და 51-ე საჯარო სკოლების გარდა, 21-ე (ყოფილი მე-6) სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კმომისიის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩხუბში მონაწილეობას 21-ე სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ.

როგორც მან აღნიშნა, ზაზა სარალიძემ მას უთხრა, რომ ინციდენტში მონაწილე ბავშვები სარალიძესთან აპირებდნენ მისვლას და სთხოვა, ამ შეხვედრას ისიც დასწრებოდა და კუპრავფაც დასთანხმდა. “მოვიდა 2 არასრულწლოვანი მოვიდა. საუბარი იყო ვრცელი და ეს საუბარი მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავდა. შინაარსი ამ საუბრის იცით, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ კიდევ ერთი სკოლის ბავშვები და ეს სკოლა იყო ყოფილი მეექვსე, ახლანდელი - 21-ე. მე არ ვამბობ, რომ დანაშაული ჩაიდინა ვინმემ, უბრალოდ მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ არ მომხდარა ამ ადამიანების დაკითხვა. თავად ამ ბავშვებს 21-ე სკოლის ბავშვების გვარები არ დაუსახელებიათ და თავად დავადგინე მათი სახელები და გვარები. ეს ინფორმაცია მივაწოდე სკოლის დირექტორს. დირექტორმა დაიბარა ეს ბავშვები და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს. მე როგორც ვიცი, ამ ბავშვებმა დირექტორს მოუყვნენ ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ლობიანის საყიდლად მიდიოდნენ, რა დროსაც მათგან ერთ-ერთს, ი.ჯ.-ს დაურეკეს პირველი ექსპერტიმენტული სკოლიდან და სთხოვეს, რომ 51-ე სკოლელებთან ჩხუბი იყო და დახმარებოდნენ. ეს ინფორმაცია თავად სკოლის დირექტორისგან ვიცი. ი.ჯ. და კიდევ ერთი მივიდნენ იქ და იქ რა ქმედება განახორციელეს, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა კუპრავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე