რუსმა ოკუპანტებმა დაკავებული მოზარდი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 02.07.2018
ნანახია: 1396

საოკუპაციო რეჟიმმა ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მეთორმეტე კლასის მოსწავლე გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

საოკუპაციო რეჟიმმა 16 წლის ტატო ხარაზიშვილი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებმა ხარაზიშვილების ოჯახის ნათესავმა გადაიხადა.

გათავისუფლებული მოზარდი ქართველ სამართალდამცავებს უკვე გადასცეს ერგნეთის საგუშაგოზე.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე 30 ივნისს დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე