შინაგან საქმეთა მინისტრი მატყუარა და აფერისტია - ზაზა სარალიძე შსს-თან ერთკაციან აქციას მართავს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 02.07.2018
ნანახია: 1351

ამ წუთებში, შსს-ს შენობასთან ერთკაციან აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. ის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს. 

"შინაგან საქმეთა მინისტრი სახლში უნდა წავიდეს, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია", - აღნიშნავს სარალიძე. 

როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის დაწყებამდე ის ცოტა ხნის წინ, კრიმინალური პოლიციის ხელმძძვანელს შეხვდა, სადაც მ.კ-ს დაკავების შესახებ მოთხოვნა დააყენა. ზაზა სარალიძის განმარტებით, კრიმიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ მ.კ-ს დაკავებისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ზარალიძე ამბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფარებენ. 

"კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? - ვიდები აქ! 

არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა - უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს, რომ ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყარა, აფერიტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ. სპეციალურად“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე