საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz Air-ის თვითმფრინავის ტექნიკურ ანგარიშებს სწავლობს

საქართველო, თბილისი - 15:46 | 02.07.2018
ნანახია: 737

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz Air-ისთვითმფრინავის ტექნიკურ ანგარიშებს სწავლობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ქუთაისი-დორტმუნდის რეისთანდაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინების საფუძველზე შემოსულია შეტყობინებები.

სააგენტოს მიერ მიმდინარეობს ტექნიკური ანგარიშების შესწავლა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები მივლინებულნი არიან ქუთაისის აეროპორტში, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს.

“ავიაკომპანია Wizz Air-ი ფლობს უნგრეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს და საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველი ევროპაში. ავიაკომპანიაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს უნგრული მხარე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, მასზე ზედამხედველობა ხორციელდება როგორც უცხო ქვეყნის ექსპლუატანტზე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) შორის არსებული სამუშაო შეთანხმების ფარგლებში (EU SAFA-ს პროგრამა)”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე