გერმანიაში „ისალმურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის 27 წლის ქალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 02.07.2018
ნანახია: 659

გერმანიაში „ისალმურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის  27 წლის ქალი დააკავეს.
ჯენიფერი გერმანიის მოქალაქე იყო და ის სამართლადმცველებმა შვაბიას ოლქში დააპატიმრეს.

2014 წელს ჯენიფერმა გერმანია დატოვა, რათა „ისლამურ სახელმწიფოს“ შეერთებოდა, თუერქეთისა და სირიის გავლით 2014 წლის სექტემბერში ის ერაყში ჩავიდა და დაჯგუფების ერთ-ერთ სტრუქტურაში დაიწყო მუშაობა.

ის ფალუჯასა და მოსულში პატრულირებდა. ჯენიფერი თვალს ადევნებდა ქალებს, რათა მათ ტერორისტების მიერ დადგენილი წესები დაეცვათ და დაფარული ტანსაცმელი ეტარებინათ.

2016 წლის ბოლოს ეჭვმიტანილმა ანკარაში გერმანიის საელჩოს მიმართა და ახალი დოკუმენტების მოთხოვნის შესახებ განაცხადი დატოვა, შენობიდან გამოსვლისას ის თურქეთის უსაფრთხეობის ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და დეპორტით გერმანიაში გაგზავნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე