ბრიტანეთში ელისაბედ მეორის დაკრძალვის რეპეტიცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 02.07.2018
ნანახია: 1209

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების პირველი დღის საიდუმლო რეპეტიცია გამართა. ამის შესახებ The Times-ი იუწყება. 

მთავრობის წევრების თქმით, რეპეტიცია არ უკავშირდება ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმის მიუხედავად, რომ გასულ კვირას ელისაბედ მეორე წმინდა პავლეს ტაძარში წირვას ავადმყოფობოს გამო არ ესწრებოდა.

მონარქის გარდაცვალების შემდეგ ბუკინგემის სასახლეში 600-მდე ადამიანი ახალი მმართველის ვინაობის გამოსაცხადებლად შეიკრიბება. დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარს მიწას გარდაცვალებიდან  მეოთხე დღეს მიაბარებენ, მანამდე ის ვესტმინსტერის სასახლეში იქნება დასვენებული. ამ პერიოდში მისი მემკვიდრე ვიზიტად შოტლანდიასა და უელსში ჩავა.

ელისაბედ მეორე აპრილში 92 წლის გახდა. ის მსოფლიოში ყველაზე უხუცესი მონარქია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე