მარნეულში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:35 | 02.07.2018
ნანახია: 873

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც მტკვარში ბანაობისას 25 ივნისს გაუჩინარდა.

მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე