მექსიკას ახალი პრეზიდენტი ყავს - ქვეყანა პოლიტიკურ კურსს იცვლის

საქართველო, თბილისი - 12:18 | 02.07.2018
ნანახია: 666

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენეთა ალიანსის ლიდერმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გაიმარჯვა. მისმა მთავარმა კონკურენტმა რიკარდო ანაიამ ობრადორის გამარჯვება აღიარა და მას წარმატებები უსურვა. იუწყება Associated Press-ი.

მანამდე არჩევნებში დამარცხების შესახებ ხოსე ანტონიო მიდმა და ჰაიმე როდრიგეს კალდერონმა განაცხადეს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგები სამი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მექსიკაში არჩევნები 1 ივლისს გაიმართა.

ლოპეს ობრადორის გამარჯვება მექსიკის პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შცვლას ნიშნავს. მისი საარჩევნო კამპანიის კოორდინატორის ტატიანა კლოუტიერის თქმით, საგარეო პოლიტიკა დაეფუძნება ძლიერ შიდა პოლტიკას. სავარაუდოდ, მექსიკის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ვექტორი აშშ-სთან, როგორც მექსიკის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობა იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე